Статья 156
1. გადამზიდავი პასუხს აგებს გემზე მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისისა ან დაზიანებისათვის, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ დაკარგვა, დანაკლისი ან დაზიანება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ: ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად (ფორს-მაჟორი); ბ) ხიფათის შექმნითა და შემთხვევითობით ზღვებსა და სხვა სანაოსნო წყლებში; გ) ხანძრით, რომელშიც გადამზიდავს ბრალი არ მიუძღვის; დ) ადამიანის სიცოცხლის, გემისა და ტვირთის გადარჩენით ან გადარჩენის მცდელობით; ე) ხელისუფლების მიერ გაცემული განკარგულებით ან მისი მოქმედების (დაკავება, დაპატიმრება, კარანტინი და სხვა) შედეგად; ვ) სამხედრო მოქმედებით, ტერორისტული აქტით, სახალხო მღელვარებით; ზ) ტვირთის გამგზავნის ან მიმღების დაუდევრობით ან სხვა მოქმედებით; თ) ტვირთის ფარული ნაკლით, მისი თვისებრივი ან ბუნებრივი დანაკლისით, რაც არ აღემატება დადგენილ ნორმებს; ი) ტვირთის ტარისა და შეფუთვის გარეგნულად შეუმჩნეველი დეფექტებით; კ) ტვირთის არასაკმარისი ან გაურკვეველი მარკირებით; ლ) გაფიცვის შემთხვევაში ან სხვა გარემოებათა გამო, რამაც გამოიწვია მუშაობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება ან შეზღუდვა.
2. ამ მუხლის მიხედვით გადამზიდავს პასუხისმგებლობა ეკისრება გადასაზიდი ტვირთის მიღებისთანავე და ეხსნება გაცემის მომენტში.
3. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის წესებს, გარდა ტვირთის მიღებიდან გემზე დატვირთვამდე და გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის ჩაბარებამდე პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებისა, ბათილია.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
