1.გემთმფლობელი არის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში „გემთმფლობელი“ სხვაგვარად არ არის განმარტებული.
1.გემთმფლობელი არის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში „გემთმფლობელი“ სხვაგვარად არ არის განმარტებული.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს იმ უფლებებს და შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006), მისი შესწორებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირი შესაძლებელია იყოს იგივე პირი, რომელიც დანიშნულია 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მიმართ, და სერტიფიცირებულია „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისომართვის კოდექსის (ISM კოდექსი) შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ასამბლეის 1993 წლის 4 ნოემბრის A.741(18) რეზოლუციით და რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2000 წლის 5 დეკემბრის MSC.104(73) რეზოლუციით.
3.თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006) გამომდინარე დებულებების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გემთმფლობელის ნაცვლად სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია დანიშნული, აღნიშნული პირი საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციასა და საზღვაო შრომის სერტიფიკატში, აგრეთვე „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ გამომდინარე სხვა სერტიფიკატში მიეთითება, როგორც გემთმფლობელი.
4.გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება; ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება; გ) გემის ტექნიკური გამართულობა; დ) გემის ეკიპაჟის წევრებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა; ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალებით მომარაგება; ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება.
1. გემთმფლობელად იწოდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განაგებს გემს, განურჩევლად იმისა, გემის მესაკუთრეა, თუ სარგებლობს ამ გემით სხვა რომელიმე კანონიერ საფუძველზე. 2. გემის მესაკუთრეა სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარეგისტრირებელი სახელმწიფოს გემების რეესტრში შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, თუ არ არსებობს პირდაპირი მითითება სხვა რამეზე. 3. ყოველ სანაოსნო კომპანიას ჰყავს მმართველი, რომელიც პასუხისმგებელია ზღვაოსნობის უსაფრთხოებასა და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაზე. 4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება; ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება; გ) გემის ტექნიკური გამართულობა; დ) ეკიპაჟის წევრებისათვის შრომის უსაფრთხო პირობები; ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალით მომარაგება; ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა ვალდებულებათა შესრულება. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. [მუხლი 14 1. გემთმფლობელი არის გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში „გემთმფლობელი“ სხვაგვარად არ არის განმარტებული. 2. გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს იმ უფლებებს და შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006), მისი შესწორებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირი შესაძლებელია იყოს იგივე პირი, რომელიც დანიშნულია 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მიმართ, და სერტიფიცირებულია „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისომართვის კოდექსის (ISM კოდექსი) შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ასამბლეის 1993 წლის 4 ნოემბრის A.741(18) რეზოლუციით და რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2000 წლის 5 დეკემბრის MSC.104(73) რეზოლუციით. 3. თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006) გამომდინარე დებულებების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გემთმფლობელის ნაცვლად სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია დანიშნული, აღნიშნული პირი საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციასა და საზღვაო შრომის სერტიფიკატში, აგრეთვე „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ გამომდინარე სხვა სერტიფიკატში მიეთითება, როგორც გემთმფლობელი. 4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება; ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება; გ) გემის ტექნიკური გამართულობა; დ) გემის ეკიპაჟის წევრებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა; ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალებით მომარაგება; ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043№4622 –- ვებგვერდი, 13.06.2023წ.23.12.2015წ.
Изменения, которые прошла эта статья
Expanded definition of 'shipowner' to include responsibilities under the MLC 2006, and clarifies representation rights.
акт об изменении №5815824Adds 'compliance with applicable laws and international norms' to the shipowner’s responsibilities.
акт об изменении №3115479Expands the shipowner’s responsibilities to include seaworthiness, safety, crew conditions, supplies, and habitability.
акт об изменении №18646Adds detailed responsibilities of shipowners regarding safety, seaworthiness, damage prevention, and crew welfare.
акт об изменении №17254Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.