1.საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია (გემთმფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე დასაქმებული მეზღვაური აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) გავლილი ჰქონდეს მინიმალური საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი კონვენციის დებულებებისა და ამ თავით განსაზღვრული წესების შესაბამისად; ბ) გავლილი ჰქონდეს ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი და საბაზისო წვრთნა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად; გ) შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.
2.ეს მუხლი ვრცელდება გემის ეკიპაჟის წევრებზე SOLAS-ის კონვენციის III/10.04 რეგლამენტის თანახმად გაცემულ სერტიფიკატებზე. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.


