ტვირთი დანიშნულების ნავსადგურში გადაეცემა კონოსამენტის დედნის მფლობელს: ა) სახელობითი კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს, რომელიც მითითებულია კონოსამენტში ან პირს, რომელსაც გადაეცა კონოსამენტი სახელობითი გადასაცემი წარწერით ან სასესხო მოთხოვნათა გადაცემისათვის დადგენილი სხვა ფორმით; ბ) საორდერო კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს ან გამგზავნს, იმის მიხედვით, კონოსამენტი შედგენილია „გამგზავნის ბრძანებით“ თუ „მიმღების ბრძანებით“, ხოლო თუ კონოსამენტში არის გადასაცემი ჩანაწერები – პირს, რომელიც მითითებულია უწყვეტი რიგის გადასაცემი წარწერის ბოლოს ან ბოლო საბლანკოწარწერიანი კონოსამენტის წარმდგენს; გ) წარმდგენზე გაცემული კონოსამენტის მიხედვით – „კონოსამენტის წარმდგენს“.
Статья 148
Редакция №42 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.

