საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს.
2.თუ გადამზიდველი დაამტკიცებს, რომ, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დანაკარგი ან დაზიანება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო 686-ე მუხლის მე-4 ნაწილში დასახელებული ერთი ან რამდენიმე საფრთხისაგან, ივარაუდება, რომ ზიანი აქედან წარმოიშვა. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ზიანი არ არის ამ საფრთხისგან ან მხოლოდ ამ საფრთხისგან წარმოშობილი.
3.ამ მუხლის მეორე ნაწილში მოცემული პრეზუმფცია არ მოქმედებს 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის ექსტრემალურ პირობებში დაკარგვის ან დაღუპვისას.
4.თუ გადაზიდვა ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც აქვს სპეციალური აღჭურვილობა ტვირთის დასაცავად სიცხის, სიცივის, ტემპერატურის ცვლილებების ან ქარისაგან, გადამზიდველს შეუძლია 686-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მიუთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა აუცილებელი მოქმედებანი ამ მოწყობილობათა შერჩევის, ექსპლუატაციისა და გამოყენებისათვის და დაიცვა მისთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა.
5.გადამზიდველს შეუძლია 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა ღონისძიება და დაიცვა მისთვის მიცემული ყველა მითითება.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.