1.საზღვაო კრუიზის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტია კრუიზის ორგანიზატორის მიერ გაცემული საგზური ან მისი ტოლფასი სხვა საბუთი.
2.საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გემის სახელწოდება და ტიპი; ბ) კრუიზის ორგანიზატორის სახელი, გვარი და მისამართი; გ) მგზავრის სახელი, გვარი და მისამართი; დ) კაიუტის ნომერი და კლასი, კრუიზის ღირებულება, რომელშიც შედის სხვა გაწეული ხარჯებიც; ე) ჩასხდომისა და გადმოსხდომის ნავსადგურები; ვ) გასვლისა და ჩასვლის დრო; ზ) შესვლის ნავსადგურები; თ) კრუიზის პერიოდში მომსახურების სახეობები.

