Статья 216
Редакция №41 Сверено с действующей редакцией · 29 апр. 2026 г.
1. საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით.
2. ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გაგზავნისა და დანიშნულების ნავსადგურები; ბ) ბუქსირზიდვის დრო; გ) მხარეთა უფლებები და მოვალეობები; დ) პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის; ე) საბუქსირო ობიექტების თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ბუქსირზიდვის უსაფრთხოებაზე; ვ) სხვა გარემოებები, რომელთა აღნიშვნაც მხარეებს აუცილებლად მიაჩნიათ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
