Статья 257
1. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე მიიღოს ყველა მასზე დამოკიდებული ზომა ზიანის გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და თუ მზღვეველისაგან აქვს მიღებული მითითება, შეასრულოს იგი.
2. თუ დამზღვევმა უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედობით არ მიიღო ღონისძიება ზიანის თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, მზღვეველი თავისუფლდება მიღებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
