Статья 260
Редакция №41 Сверено с действующей редакцией · 29 апр. 2026 г.
1. სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას მზღვეველს უფლება აქვს სრული სადაზღვევო თანხის გადახდის გზით გათავისუფლდეს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობისაგან. იგი ვალდებულია ამ უფლების გამოყენების სურვილი აცნობოს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ უკანასკნელი ცნობის მიღებიდან შვიდი დღის განმავლობაში, აგრეთვე ვალდებულია აანაზღაუროს აღნიშნული ცნობის მიღებამდე დამზღვევის მიერ ზიანის შემცირებისა და თავიდან აცილების მიზნით გაწეული ხარჯები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადაზღვევო თანხის გადახდით მზღვეველი არ იღებს უფლებას დაზღვეულ ქონებაზე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
