Статья 35
1. გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით.
2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი და მუდმივი. [ 2 1 . შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე. [ 3 1 . შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 4. პატარა გემისა და ზომამცირე გემის რეგისტრაცია მუდმივია და ყოველწლიურად განახლდება. [ 4. პატარა გემის, ზომამცირე გემის ან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მუდმივი რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციის მოწმობა ყოველწლიურად განახლდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას.
6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში სახელმწიფოს საზღვაო დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების ვადის შესაბამისად, რომელიც 2 კალენდარულ წელს არ უნდა აღემატებოდეს. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი პერიოდით, რომელიც აღნიშნული გემის ძირითადი დროშის სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში 2 კალენდარულ წელზე მეტი არ უნდა იყოს.
7. გემს აქვს სახელი, რომელსაც მას ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
