Статья 351
ამ კოდექსის 350–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნები ექვემდებარება უპირატეს დაკმაყოფილებას, გამომდინარე: ა) გემის ღირებულებიდან; ბ) ფრახტიდან და მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის საფასურიდან, რომელიც ერიცხება იმ რეისისათვის, რომლის განმავლობაშიც წარმოიქმნა ძირითადი მოთხოვნები; გ) საერთო ავარიის შენატანიდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს ამ გემიდან; დ) ანაზღაურებიდან, რომელიც ეკუთვნის გემთმფლობელს ფრახტის დაკარგვის გამო, აგრეთვე გემისათვის მიყენებული ჯერ კიდევ აღუდგენელი ზიანისათვის; ე) ჯილდოდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს რეისის დამთავრებამდე გემის გადარჩენისათვის, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც გემთმფლობელმა კოდექსის 332-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაიხადოს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
