1.ტურისტს უფლება აქვს, მოითხოვოს ღირებულების შემცირება იმ პერიოდის პროპორციულად, რომლის განმავლობაშიც არსებობდა შეუსაბამობა, თუ იგი გამოწვეული არ არის ტურისტის ბრალით. # 2. ტურისტს უფლება აქვს, ტუროპერატორისგან მიიღოს სათანადო კომპენსაცია იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა გასაწევი მომსახურების შეუსაბამობის გამო. კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში.




