საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული სათანადო პირობების შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
3. სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან სალოცმანო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაუფორმებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4. ნავსადგურის ნავმისადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს თითოეული ნავმისადგომის შეუსაბამობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
5. ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანხმობის გარეშე, სანავსადგურე ერთეულის მიერ ან სანავსადგურე ერთეულის თანხმობით წარმოება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
7. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
9. ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ნავსადგურის წესების დარღვევა − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
11. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის − ნავსადგურის კაპიტნის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, მცურავი საშუალების ან ტვირთის უსაფრთხოების დაცვისთვის ან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის ნავსადგურში მოქმედი მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის მიმართ გაცემული სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
12. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
13. ნავსადგურის ტერიტორიაზე სასიგნალო რაკეტის ან/და სხვა სასიგნალო საშუალების (პიროტექნიკის) გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევისა, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
14. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი