1.მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია თავის განჩინებაში მიუთითოს, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საფუძველი აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა/გამოვლინდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
