Статья 18. მოთხოვნაზე უარის თქმა
1. განცხადების განხილვისას, გადაწყვეტილების გამოტანამდე განმცხადებელი უფლებამოსილია უარი თქვას თავის მოთხოვნაზე.
2. განმცხადებლის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება დაბადების, გარდაცვალების, შვილად აყვანის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის, ასევე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას.
