1.მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს . იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
