საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 25. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა
1. სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.
2. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად . (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ კითხვის დასმის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/1478 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
