1.მოსამართლე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს.
2.თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 309 9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
