1.აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომ – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარსადგენად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
