საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 309^8. დასაშვებობა
Редакция №177 Сверено с действующей редакцией · 9 дек. 2025 г.
ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სააქციო საზოგადოების აქციონერის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ, რომელსაც აქციათა შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 95%-ისა (შემდგომში – მყიდველი). საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327
