საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები
უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს: ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ; ბ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3340 ) ; დ) დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება); ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ; ვ) (ამოღებულია); ზ) შვილად აყვანის შესახებ; თ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ; ი) ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.78 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5628 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.418 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
