საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 328. განცხადების შეტანა
Редакция №177 Сверено с действующей редакцией · 9 дек. 2025 г.
1. პირს, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვისას ან განადგურებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა.
2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მუხლში მითითებული საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
