საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 351^12. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შედეგები
Редакция №177 Сверено с действующей редакцией · 9 дек. 2025 г.
ცენტრალური ორგანოსგან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ საქმისწარმოების დაწყების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ საქართველოს არცერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე განიხილოს მეურვეობის უფლების საკითხი. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6054 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
