საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ მას აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული საქართველოდან კონვენციის ხელშემკვრელ რომელიმე სახელმწიფოში ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული კონვენციის ხელშემკვრელი ერთ-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული/რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა დაკავებული.
2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი იმყოფება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6053 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი