საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 351^3. განცხადების შინაარსი
1. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელებას; ბ) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლებმაც დაკარგულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) მითითებას იმის შესახებ, თუ დაკარგული საქმის წარმოების რა ნაწილის აღდგენას მოითხოვს განმცხადებელი; დ) იმ გარემოებებზე მითითებას, რომლებმაც აღნიშნული საქმის მასალების დაკარგვა გამოიწვია; ე) მითითებას, რა მიზნით ესაჭიროება განმცხადებელს დაკარგული მასალების აღდგენა; ვ) საქმესთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას.
2. განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტები ან მათი დამოწმებული ასლები, რომლებიც აქვს განმცხადებელს და რომლებსაც კავშირი აქვს საქმესთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ არის დადასტურებული დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
3. განცხადებას უნდა დაერთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუ საქმე დაიკარგა განმცხადებლის ბრალით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
