საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 351^20. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მოთხოვნის შესრულება
1. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს იმავე კონვენციის საფუძველზე განსაზღვრული ცენტრალური ორგანოს მოთხოვნას ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი უგზავნის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, რომლებიც ვალდებული არიან, მოთხოვნის მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს საქმის წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა. საქართველოს 2014 წლის 19 მარტის კანონი №2111 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. თავი XLIII საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი
