საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 356^16. გადაწყვეტილება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ
1. სასამართლოს არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ დასაბუთებული განჩინება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.
2. სასამართლოში არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საკითხის განხილვა ვერ შეაჩერებს არბიტრაჟში საქმის განხილვას.
3. სასამართლოს განჩინება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. თუ სასამართლო არბიტრაჟს მოცემულ საკითხზე არ ცნობს კომპეტენტურად, განჩინებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.
