საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
3.გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
4.სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით; ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.
5.სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს მას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
6.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა გასაჩივრდეს საკასაციო წესით.
7.საკასაციო სასამართლო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან განსახილველად იღებს საკასაციო საჩივარს.
8.საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მას და მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს ან უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. კარი მეშვიდე 9 სასამართლოს მონაწილეობა „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაში საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. თავი XLIV 16 „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.