საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 429. განცხადების დასაშვებობის შემოწმება
Редакция №177 Сверено с действующей редакцией · 9 дек. 2025 г.
სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
