1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას. განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში.
3.საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა . (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც: ა.ა) უშვებს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობის შემოწმება საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას და დადგენას; ა.ბ) გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა ზეპირი მოსმენით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/1428 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.
4.თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/1428 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.