საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 87. თანამონაწილეთა საპროცესო უფლებები
1. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.
2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.
3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის უნდა გაფორმდეს 96-ე მუხლით დადგენილი წესით. თავი XI მესამე პირები #
