1.სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.
2.დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.





