საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა
1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. 1 1 . სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-, კინო- ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
