საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.
Статья 13. სამართალწარმოების ენა
Редлайн изменения· прежняя → действующая редакция
Сравнить редакции
საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. მუხლი 14. ენის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში გამოყენება 1. საქართველოს თავდაცვის ძალები და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება ოფიციალურ საქმიანობას ახორციელებენ ქართულ ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა წესია დადგენილი. 2. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში სამსახურისა და სამხედრო ბრძანებების ენა არის ქართული. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი № 3544 – ვებგვერდი, 12 . 10. 202 3 წ.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
