საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ: ა) ადვოკატები; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე; ბ 1 ) სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე; გ) ერთ-ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით; დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. 1 1 . სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იმავე საქმეში ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
2. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან / და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მონაწილეობს , იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს , რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის დანიშვნა ( გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან ან / და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა ). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით , იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ საჯარო მოსამსახურეს , რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს .
3. (ამოღებულია - 30.11.2018, №3811) .
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.32 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4463-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4370 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №162 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3811 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4921 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6988 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი