Статья 111
კვლევის დროს დაცული უნდა იყოს მცირეწლოვნების, ორსულების, მეძუძური ქალების უფლებები. ამ კატეგორიის პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი, თუ მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები მისთვის პირდაპირი და მნიშვნელოვანი სარგებლობის მომტანი იქნება, ან მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები ამ პირის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი სარგებლობის მომტანი არ იქნება, მაგრამ სარგებლობას მოუტანს ამავე კატეგორიის სხვა პირებს, და მსგავსი მეცნიერული შედეგების მიღება სხვა კატეგორიის პირების გამოკვლევისას შეუძლებელია. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
