Статья 52^7
Редакция №64 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ ექთანს აქვს.
2. საექთნო სპეციალობაში მზადება შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში ხორციელდება.
3. საექთნო სპეციალობათა ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
4. საექთნო და მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხორციელდება. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
