Статья 52^8
1. საექთნო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
2. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას შესაბამისი საექთნო სპეციალობის აღწერილობის საფუძველზე შეიმუშავებს პროგრამის განმახორციელებელი.
3. საექთნო სპეციალობის აღწერილობას შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და საბჭოს რეკომენდაციით ამტკიცებს მინისტრი.
4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება.
5. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
