Статья 73
1. გადამდები (მათ შორის, ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებების, ეპიდემიების და განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამინისტრო ადამიანთა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ზოოანთროპონოზული დაავადებებისა და ტოქსიკოინფექციებისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს და ახორციელებს ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4633 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 74 სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის, ენდემური დაავადებების, ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 75 სახელმწიფო სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ხელმძღვანელობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებათა კომპლექსს: ა) იმუნოპროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებებს; ბ) სათანადო სამკურნალო, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გადამდები დაავადებების განვითარების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეთათვის; გ) სხვადასხვა ობიექტის ინფიცირებისაგან დაცვას და ინფიცირებული ობიექტების გაუვნებლებას; დ) ეპიდსაწინააღმდეგო ვითარებაში გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლას; ე) სამედიცინო პერსონალის ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
