საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
Статья 37. სარჩელის წარდგენა
თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას; გ) გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევაში; დ) როდესაც უარი იყო ნათქვამი თამასუქის მთელი თანხისა და მისი ნაწილის აქცეპტებზე; ე) როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახადების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო; ვ ) როდესაც საეჭვოა იმ თამასუქის გამცემის გადახდისუნარიანობა, რომელიც აქცეპტებას არ ექვემდებარება.
