საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
Статья 44. თამასუქის გადამხდელი პირის უფლებები
Редакция №3 Сверено с действующей редакцией · 23 дек. 2017 г.
1. ყოველ ვალდებულ პირს, რომელსაც წარუდგინეს ან შეიძლება წარუდგინონ სარჩელი, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მას დაუბრუნონ გადახდილი თამასუქი პროცენტის ან გადახდის შესახებ ხელწერილის (ბათილამის) დართვით.
2. ყველა ინდოსანტს, რომელიც გადაიხდის თამასუქს, შეუძლია გადახაზოს თავისი ინდოსამენტი და მომდევნო ინდოსამენტები.
