საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი; ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ვ) საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი; ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები; თ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი; ი) საჯარო დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
Статья 122. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი
Редакция №74 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
Темы:Разработка политик
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.

