Статья 36. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების უზრუნველმყოფი, თავის მიერ ადმინისტრირებული სერვისების ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6841 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
