Статья 71. მოხელის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება
1. მოხელეს უნდა ეცნობოს საჯარო სამსახურში მის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და მის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მოხელეს უფლება აქვს, გაეცნოს მის პირად საქმეს და ფაქტობრივი გარემოების შეცვლის შემთხვევაში მოითხოვოს მასში ცვლილების შეტანა.
3. მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად, ამ კანონის X თავით დადგენილი წესით.
4. მოხელეს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით და გაასაჩივროს მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
