ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Статья 38
1. (ამოღებულია).
2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიები (გარდა სამორინეებისა და ლატარიებისა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ექვემდებარება ნებართვებად გაფორმებას, ხოლო სამორინეების მოწყობისათვის გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე, რომლის შემდეგაც სამორინეს მოწყობისათვის ნებართვები გაიცემა ამ კანონისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; ლატარიების ორგანიზებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს ლატარიის ჩატარების უფლება შეუნარჩუნდეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვის განმავლობაში.
3. ლიცენზიის მფლობელი (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი ლიცენზიის ნებართვად გადაფორმების თაობაზე, ლიცენზია, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი დამატებითი დოკუმენტაცია და იმ დოკუმენტთა განახლებული ვარიანტი, რომელთაც გასული აქვთ მოქმედების ვადა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს დოკუმენტაციას ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გასცემს ნებართვას (სამორინეებისა და ლატარიების გარდა). ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ სხვაობა ლიცენზიის აღების დროს გადახდილ მოსაკრებლის ოდენობასა და ამ საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას შორის.
