„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 36. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედების ვადა
1. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედება გრძელდება უვადოდ, თუ ლიცენზიით/ნებართვით არ არის გათვალისწინებული მისი მოქმედების ამოწურვის ვადა. 1 1 . ამ კანონის ამოქმედებამდე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები ექვემდებარება ნებართვებად გადაფორმებას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ლატარიების და სამორინეების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ვადიანი ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედება გრძელდება ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელება. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი იღებს ახალ ლიცენზიას/ნებართვას ამ კანონით დადგენილი წესით.
3. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე შეტანილ განცხადებებზე მიმდინარეობს წარმოება ლიცენზიის/ნებართვის გასაცემად, გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით. თუკი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ამ კანონის მიღების შემდეგ უფლებამოსილი არ არის, გადაწყვიტოს ეს საკითხი, იგი საქმის მასალებს უგზავნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1182 – სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.97
