სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. 1 1 . შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. (ამოღებულია).
7. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
8. (ამოღებულია - 06.04.2017, №617) . საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5926 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. [მუხლი 16 1 . გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება 1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეწყვეტით გამოწვეული ზიანისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ სათანადო ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების მოქმედების გაგრძელება.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება შეიძლება დაიდოს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
4. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის განხორციელების ან მის მიერ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. თუ დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ხელშეკრულებასთან/ჩარჩოშეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ