სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Статья 23^7. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება
1. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს: ა) როგორც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ისე პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება: ა.ა) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებასა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან; ა.ბ) ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე; ა.გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) მხოლოდ პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. [ გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 2. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ საჩივარი ეხება: ა) ამ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებისა და მეთოდის შერჩევას; ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია; [ ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] გ) საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებას.
