Статья 21. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. სააგენტოს გადაწყვეტილება მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
2. მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისა და მომსახურების მიმწოდებლისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრების უფლებას.
