1.საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ − მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.
2.საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. 2 1 . საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ბინადრობის მოწმობა. 2 2 . საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.
3.14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 3 1 . 14 წლამდე პირზე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 14 წლამდე ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ან/და მიუსაფარ ბავშვზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.
4.დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.
6.18 წლამდე პირი, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება გამოიხატოს ასევე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მიუსაფარი ბავშვის ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.
7.საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის უფლებამოსილება აქვთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტსა და სააგენტოს.
8.(ამოღებულია - 26.12.2018, №4137) .
9.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომ − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება) რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში.
10.საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
11.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის.
12.(ამოღებულია - 26.12.2018, №4137) .
13.საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
14.(ამოღებულია – 24.06.2011, №4937).
15.პირის რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 15 1 . პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში (პროგრამაში). 15 2 . პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონულ სისტემაში განთავსების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სააგენტოსთვის ამ მუხლის 15 1 პუნქტით გათვალისწინებული საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის) საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას.
16.რეგისტრაციასთან და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3 16.01.2006წ.,მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255 საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5378 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5448 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №505 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №778 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2637 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4137 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6997 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1322 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.



